გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა                         
თემა:   წილადების გაყოფა                                                     21.01.2016



საგანი:  მათემატიკა
კლასი:  მეექვსე
საჭირო დრო:
1 გაკვეთილი
მათ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
წილადის სხვადასხვა ასპექტის გააზრება: წილადი, როგორც მთელის ნაწილი; წილადი, როგორც ერთობლიობის ნაწილი; წილადი, როგორც ორი ნატურალური რიცხვის განაყოფი. წილადის ძირითადი თვისება; წილადების შეკვეცა;  წილადების შეკრება, გამოკლება, გამრავლება; რიცხვის შებრუნებული დასახელება. სურათზე გამოსახული მარტივი ფიგურის მოცემული ნაწილის მითითება, რაც დაეხმარება გაყოფის შესაბამისი მოდელის შექმნაში, გაყოფის გეომეტრიულ ინტერპრეტაციაში
რა არის გაკვეთილის მიზანი?
მოსწავლემ გაიღრმავოს წარმოდგენა გაყოფის ოპერაციის შესახებ, კერძოდ გაიგოს წილადების გაყოფის არსი; შეეძლოს წილადების გაყოფის წესის ჩამოყალიბება, გაიწაფოს წილადების გაყოფაში, გამოიყენოს წილადებზე მოქმედებები  ამოცანების ამოხსნისას.
გაკვეთილის შედეგად მოსწავლეს
ეცოდინება:
წილადის წილადზე გაყოფის წესი
გააზრებული ექნება:
რას ნიშნავს წილადის გაყოფა წილადზე    შესაბამისი მოდელის დახმარებით,
შეეძლება: (უნარ-ჩვევები)
წილადის წილადზე გაყოფა
გაკვეთილის გეგმა:
დაჯგუფების ფორმები:  
მუშაობა მთელ კლასთან, წყვილებში მუშაობა
სასწავლო მასალა:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი
გაკვეთილის ფაზები:
I ფაზა (წინასწარ)
საშინაო დავალების ანალიზი, შეკითხვები ახალი მასალის ახსნისთვის  საჭირო  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად   15 წთ
II ფაზა (განმავლობაში)  
ახალი მასალის ახსნა  15 წთ
III ფაზა (შემდეგ)
მოსწავლეები ასრულებენ სახელმძღვანელოში მითითებულ დავალებებს     10 წთ
საშინაო დავალება


გაკვეთილის გეგმა                         
თემა:   ორი წრეწირის ურთიერთგანლაგების  შემთხვევები                                                     16. 03. 2016


საგანი:  მათემატიკა
კლასი:  მეექვსე
საჭირო დრო:
2  გაკვეთილი
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მათ. VI.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლემ შეძლოს სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების ყველა შესაძლო შემთხვევის გამოსახვა. ცენტრებს შორის მანძილის წრეწირების რადიუსების ჯამთან ან სხვაობასთან  შედარება
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა: წერტილი, წრფე, სხივი, მონაკვეთი, მრავალკუთხედი, წრეწირი, წრე და მისი ელემენტები: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი,  სექტორი, რიცხვებზე მოქმედებების შესრულება, სიგრძის საზომი ერთეულები.
გაკვეთილის შედეგად
მოსწავლეები შეძლებენ სიბრტყეზე წრეწირების სხვადასხვა ურთიერთ განლაგებისას ცენტრებს შორის მანძილის დაკავშირებას  რადიუსებთან და პრაქტიკაში გამოყენებას
დაჯგუფების ფორმები:  
მუშაობა მთელ კლასთან, ჯგუფური მუშაობა
სასწავლო  რესურსები:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, მარკერი, თაბახები, ფორმატის ქაღალდი, სახაზავი, ფარგალი, ფანქარი
გაკვეთილის ფაზები:
I ფაზა (წინასწარ) - ინტერაქციული
საშინაო დავალების ანალიზი, შეკითხვები ახალი მასალის ახსნისთვის  საჭირო  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად   15 წთ
II ფაზა (განმავლობაში)  
მუშაობა ჯგუფებში, ახალი ცოდნის   კონსტრუირება  მასწავლებლის დახმარებით.   წუთი, ჯგუფების  ნაშრომების პრეზენტაცია  15 წთ
III ფაზა (შემდეგ)
მოსწავლეები ასრულებენ დავალების ბარათებით მიცემულ ამოცანებს     10 წთ
შეჯამება, საშინაო დავალების ჩანიშვნა.  შეფასება:    5 წთ
   შეფასების სქემა:  დანართი N2

გაკვეთილის  გეგმა-კონსპექტი
I   ფაზა.  გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, საშინაო დავალების შემოწმება  
საშინაო  დავალებად მიცემული აქვთ  ამოცანები:   
  1. სურათის მიხედვით შეავსეთ ცხრილი:


ქორდები

რადიუსები

დიამეტრები


  1. სურათის მიხედვით შეავსეთ ცხრილი:

წერტილები, რომლებიც წრეწირს  ეკუთვნის

წერტილები,  რომლებიც  წრეწირის  გარეთაა

წერტილები, რომლებიც  წრეწირის   შიგნითაა

წერტილები, რომლებიც წრეს  ეკუთვნის

წერტილები, რომლებიც წრეს არ ეკუთვნის







  1. წრეწირის დიამეტრი 16,4 სმ-ია.  
A წერტილი დაშორებულია ცენტრიდან 10 სმ-ით,    B  წერტილი - 16,5 სმ-ით,   C  წერტილი - 8 სმ-ით,  D წერტილი - 8,2 სმ-ით.  
გამოსახეთ  სურათზე ამ წერტილების  განლაგება  წრეწირის  მიმართ  

დავალება ირჩევა მთელ კლასთან ერთად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული  საშინაო დავალების შემოწმებაში. ამოწმებენ ერთმანეთის დავალებას წყვილებში, ხოლო შემდგომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსწავლეები ასრულებენ დაფასთან საშინაო დავალებას. დანარჩენი  მოსწავლეები შუქნიშნების დახმარებით ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან დაფაზე შესრულებულ დავალებას.
ამის შემდეგ ხდება წინასწარი შემზადება ახალი აქტივობისთვის.  მოსწავლეებთან ინტერაქციით  ხდება გამეორება ისეთი გეომეტრიული ცნებების, როგორიცაა წრეწირი, წრე და მისი ელემენტები: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი,  სექტორი

II   ფაზა: „  განმავლობაში“

მუშაობა ჯგუფებში:  მოსწავლეებს ეძლევათ დავალება გამოსახონ  თაბახის ფურცლებზე ფარგლისა და სახაზავის საშუალებით  წრეწირების ურთიერთ განლაგების სხვადასხვა შემთხვევები.  
ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალების ბარათები, სადაც გამოსახულია წრეწირების ურთიერთგანლაგების სხვადასხვა შემთხვევები, მათი ამოცანაა  შეუსაბამონ თითოეულ შემთხვევას თავისი შესაბამისი განმარტება,  რომელიც უნდა შეარჩიონ ყველა შემთხვევისთვის  მიცემულ განმარტებებებს შორის და სტიკერებით  მიაწებონ ნახაზს.
თითოეული ჯგუფი ახდენს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას და აწებებენ წინასწარ გამზადებულ ფორმატის ქაღალდზე , ამდაგვარად ფორმატის ქაღალდზე  აღმოჩნდება ყველა განსახილველი შემთხვევა და იქმნება პოსტერი.


III ფაზა:  „შემდგომ განმავლობაში“

მოსწავლეებს   ეძლევათ  ჯგუფებში   თითო ამოცანა ,  სადაც მათ პრაქტიკაში  უნდა  გამოიყენონ   უკვე განხილული წრეწირების ურთიერთ განლაგების  შემთხვევები, ამაში მათ დაეხმარებათ მათივე  შექმნილი პოსტერი  
ამოცანები: იხ. დანართი 1  

ნამუშევრების პრეზენტაცია:   
მოსწავლეთა შეფასება  უკვე შედგენილი შეფასების რუბრიკების  მიხედვით:   იხ. დანართი 2

შეჯამება:  დავალების ჩანიშვნა
მოსწავლეების უკუკავშირი კითხვებზე:

  • ახალი რა ვისწავლე
  • რა გავაკეთეთ
  • ყველაზე მეტად რა დამეხმარა
  • რა გამიჭირდა
  • ვის მივმართე დასახმარებლად





Комментариев нет:

Отправить комментарий